რა სურნელი ტრიალებს დღეს ჩვენს სატრაპეზოში?! თუ გაინტერესებთ, შემოიხედეთ! ,,ბურგერები“ და ,,პეპერონები“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არ მოგესმათ! ეს გუნდების სახელებია. ასე საინტერესოდ, უცნაურად და გემრიელად აღნიშნეს ბუნების გაკვეთილი მეორეკლასელებმა (პედაგოგი: ირინე მიგინეიშვილი). თავიანთი საყვარელი ხელებით გამოაცხვეს პიკანტური პიცა, დაამზადეს მადისაღმძვრელი ბურგერები და ეს ყველაფერი _ კულინარიული წესების დაცვით. ბოლოს სუფრა გაშალეს და ერთმანეთის კერძები დააგემოვნეს. დუელში კი მეგობრობამ გაიმარჯვა!

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საიუბილეო წლის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია ,,ორი დიდი ქართველი: , მე- 9 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ისტორიები ამ ორი წმინდანის შესახებ, მოამზადეს პრეზენტაცია. სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ, რაოდენ დიდია მათი დამსახურება ქვეყნის წინაშე _ წმინდა ილია მართალი, როგორც ქართველი ერის წინამძღოლი და რეფორმატორი; წმიდა გაბრიელ ეპისკოპისი _ ერის სულიერი მოძღვარი, ქართული ენის , ქართული გალობის, ახალგაზრდობის განათლების მხარდამჭერი და დამცველი.



ბოლო ზარი უკვე დაირეკა! მიდიან... წინ ახალი ასპარეზია! ახლა დგება დრო ნამდვილი აღმოჩენებისთვის, თამამი ფანტაზიების რეალობად ქცევისათვის! ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კიდევ ერთი თაობა ემზადება ასაფრენად! ! 22 მაისს, 17 საათზე ქალაქ ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გამოსაშვებ საღამოზე ეპატიჟებიან სასკოლო საზოგადოებას, სტუმრებს. ღვთით კურთხეული ყოფილიყოს მათი გზა!

ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეოთხე კლასი მალე დაწყებითი საფეხურის პირველ ეტაპს დაასრულებს. ისინი საგამოშვებო საღამოსთვის ემზადებიან. მათემატიკისა და ქართულის მასწავლებლებმა სახალისო შემაჯამებელი ვიქტორინა მოაწყვეს. შემოწმდა შეძენილი ცოდნის ხარისხი, მოსწავლეებმა განამტკიცეს ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები. გააქტიურდა მათი შემოქმედებითი პოტენციალი.
<p/p>
ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 14 აპრილს ჩატარებული ღონისძიებები ეროვნულ თემატიკას მიეძღვნა. ოთხი მნიშვნელოვანი თარიღი სკოლის სხვადასხვა კათედრამ საკუთარი ხედვის კუთხიდან გააშუქა. ესთეტიკის კათედრამ ავთენტური გარემო შექმნა, გამოფინა მოსწავლეთა ნამუშევრები. დილა ქართული ენის დღის აღნიშვნით დაიწყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები სხვადასხვა კლასში ქართული ენის დღეს მიეძღვნა. დღის კულმინაცია იყო ღონისძიება, რომელსაც ორგანიზატორებმა ,,აპრილი საქართველოში“ უწოდეს. თანასკოლელებს, მასწავლებლებს თავდაპირველად ანასტასია კანდელაკი (მე-8 კლასი, პედაგოგი იამზე კანდელაკი) მიესალმა მოხსენებით ქართული დამწერლობის საფეხურებზე. ისაუბრა შემკული, კურთხეული ენის მნიშვნელობაზე... საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ დოკუმენტებით აღდგენილი ისტორია წარმოადგინა ((პედაგოგი ისტორიის მასწავლებელი ხათუნა სალუქვაძე, მე-11 კლასის მოსწავლე სოსო სურგულაძე). აქვე საინტერესოდ გააცოცხლა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი. სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები იმიტირებული რეფერენდუმის მონაწილეებად იქცნენ. საარჩევნი კომისია, კომისიის წევრები... ყველაფერი ნამდვილს ჰგავდა და, რაც მთავარია, აღასრულეს საპატიო მისია, გაეცათ პასუხი მთავარ კითხვაზე _ სურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ცისია გარდაფხაძემ, ანასტასია ჯიშკიდონმა ცხრა აპრილის მოვლენები შეახსენეს მსმენელს. ამაღელვებელი იყო მერვე კლასის მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც 9 აპრილს დაღუპულ ოზურგეთელ ნინო თოიძეს მიეძღვნა. შესრულდა რეკვიემი. საღამო დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას ისტორიული სიტყვით და ტრადიციულად სკოლის გუნდის მრავალჟამიერით!



ლაზარე ღლონტი 11 წლის ბიჭია. ის ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, მეექვსე კლასში, სწავლობს. გრძნობით, სიმბოლოებით დატვირთული ნახატი 9 აპრილს _ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს მიუძღვნა. ეს ის შემთხვევაა, როცა ნიჭი და დამოკიდებულება ასე ხალასად ერწყმის ერთმანეთს. დაელოცოს ფუნჯი ლაზარეს!



ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ ტექნოპარკთან. მეათეკლასელები: გიორგი ღლონტი და დავით ბახტაძე წარმატებით მონაწილეობენ მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებში. ისინი არიან პროექტ "აგრო ინოვატორი"-ს გამარჯვებული გუნდის, "Safer Garden"-ის წევრები. სიუჟეტი დეტალურად გვიამბობს ჩვენი ბიჭების წარმატების შესახებ.
ა (ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ 9-10 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ, ტრადიციულ საშობაო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ამჯერადაც ჩვენი სკოლა ჩაერთო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ თითქმის ყველა ღონისძიებაში. მათ შორის: მოსწავლეთა კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას (ვახტანგ ხურციძე _ VIII კლასი; გაგი ვაშაყმაძე _ IX კლასი, გურამ ხელაძე; პედაგოგი _ ხათუნა სალუქვაძე), საკონფერენციო პრეზენტაცია ჩვენმა სკოლამ მეცხრე კლასის მოსწავლის, გურამ ხელაძის მიერ შექმნილი ანიმაციით გაამრავალფეროვნა. ფოტოკონკურსში, მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაში (მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეები, პედაგოგები: ელენე სარიშვილი, ნატო სალუქვაძე)... 10 იანვარს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროგრამა, რომელიც აგებული იყო ფესტივალის თემატიკაზე: ,,მშობლიური ეპარქიის ცხოვრება“: საშობაო ტროპარი ტრიომ შეასრულა, აკეთური ალილო _ სკოლის გუნდმა. (პედაგოგი: მამუკა სირაძე). პროგრამაში ჩართული იყო ქართული ხალხური ცეკვების პოპური, ცეკვა ,, ქართული " (პედაგოგი: მელის ნადირიძე).








მოგესალმებით ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, სრულიად სასკოლო საზოგადოება! დღეს საეკლესიო ახალი წელია. ჩვენი სკოლისთვის_ ტრადიციულად_ თარიღი სასწავლო წლის დაწყებისა! გილოცავთ! 16 სექტემბერს, ორშაბათს, 09:30 სთ-ზე გელოდებით! საზეიმო პარაკლისით აღვნიშნოთ ერთმანეთთან შეხვედრა, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სწავლის დასაწყისის მანიშნებელი 27-ე ზარი!!! მოგიხმობთ სიყვარულით!!!

2023-2024 სასწავლო წლის დასასრული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წლის დასაწყისში დაანონსებული კომპლექსური შეფასებისა და წახალისების წესის შესაბამისად. მასწავლებელთა ჯგუფის პროექტი ,,მოსწავლეთა შეფასებისა და წახალისების წესი“ სასწავლო წლის დასაწყისში გაეცნო სასკოლო საზოგადოებას. წესი მოიცავდა მოსწავლეზე დაკვირვებას სხვადასხვა კუთხით: უპირატესი _ სამოქალაქო პასუხისმგებლობა (შინაგანაწესის შესრულება, მოსწავლის ქცევის კოდექსის დაცვა); აკადემიური მოსწრება და დამატებითი _ ინტელექტუალური განვითარება; სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობა. ამ მხრივ წლის ბოლოს გამოირჩნენ მოსწავლეები. ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით. დირექციამ მათთვის რაჭის ეკლესია-მონასტრების მოლოცვა დაგეგმა. ლამაზი, ემოციებით დატვირთული დღე გამოვიდა. მომავალი სასწავლო წლიდან პროექტი უფრო მასშტაბურად განახლდება.


2024 წლის გაზაფხულსა და სკოლას ერთი ლამაზი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით გამოემშვიდობა მეორე კლასი. სალონური შეხვედრა დატვირთული იყო: ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით.


ერთი ლამაზი, სევდანარევი დღე! ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მეთხუტმეტეჯერ დარეკილი ბოლო ზარი! გზა მშვიდობისა, ულევი წარმატებისა თბილ, საყვარელ მეთორმეტეკლასელებს!


ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის მუზეუმ-ნაკრძალმა გამოფენა მოაწყო. ტრადიციულად, ღონისძიებას შეუერთდა ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატებს შორის (პედაგოგი _ გია დარჩია) ჩვენი მოსწავლის, მეხუთეკლასელი ლაზარე ღლონტის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.

#თსუდესპანი#დაგეგმემომავალი ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას წარჩინებული კურსდამთავრებული ეწვია. ნინი კანდელაკი მშობლიურ სკოლას პროექტის, ,,თსუ დესპანი _ 2024“-ის ფარგლებში ესტუმრა. მან მე-9, 10, 11, 12 კლასის მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა საკმაოდ ინტერაქციული გამოვიდა. ისაუბრეს პროფესიის არჩევის, კარიერის დაგეგმვისა და საგანმანათლებლო სივრცეში არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობის შესახებ. ნინიმ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.

როგორც ვაანონსებდით, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მუშაობა დაიწყო სასწავლო ცენტრმა Pascal STEAM Community (ხელმძღვანელი დავით ადამაძე). ორგანიზაცია გაუძღვება პროგრამირების კურსს დაახლოებით 30 მოსწავლის ჩართულობით. კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს რობოტიკის საწყისები და მახასიათებლები, გამოუმუშაოს პროექტებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, რათა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. მოსწავლეები გაეცნობიან შემდეგ თემებს: რობოტები და მათი მრავალსახეობები რობოტების მუშაობის პრინციპები Arduino-ს საწყისები და სენსორები 3D მოდელირება და ბეჭდვა ელექტრონიკა ვიზუალური პროგრამირება: ტინკერკადი, სკრეჩი, კოდინგი, ქოდმანქი… Lego education, makeblock . მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ 2 საათის განმავლობაში. უკვე მეორე კვირაა, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.


