სიახლეები

სიახლეები

მასწავლებლის დღე

უსაზღვროდ გულთბილს, შეუდარებლად თავმდაბალს, ქალბატონ რუსუდან კვირკველიას
მასწავლებლობა _ მძიმე ტვირთია, უმძიმესიც კი... განსაკუთრებით ახლა. იყო დრო, როცა ამ პროფესიის ადამიანს უდიდეს პატივს სცემდნენ. დღეს გაცილებით მეტს ითხოვენ მისგან, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლიერთა რიცხვი კი, რატომღაც, როგორც არასდროს, ნაკლებია. თუმცა, საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომელნიც უანგაროდ ემსახურებიან თაობათა აღზრდის საქმეს. არც გასაკვირია. მასწავლებლობა ხომ მოწოდებაა, სურვილია, სიყვარულია და ამიტომ ჭეშმარიტი მასწავლებელი თავისი საქმის სიყვარულით, ალბათ, ვერც გრძნობს ტვირთის სიმძიმეს და კაცთაგან არ ელოდება სამადლობელს.
ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ქალბატონი რუსუდან კვირკველია. მას სკოლაში საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს, მაგრამ, ალბათ, მთავარი მასწავლებლობაა. მისთვის სკოლა და ბავშვი ყველაფერია.
რაფინირებულს, ერთგულს, უსაზღვროდ გულთბილს, შეუდარებლად თავმდაბალს საღამომდე სკოლაში მოფუსფუსეს ვხედავთ.
რუდუნებით დაჰკანკალებს თითოეულ მოსწავლეს, კოლეგას, შენობას, ეზოსა და ნარგავებს.
ლოცულობს ერისთვის, ბერისთვის. შეიგვიანებს წასვლას, დილით კი ისევ სკოლისკენ მოიჩქარის.
შრომობს და ფიქრობს, ფიქრობს და იდეებით დატვირთული ცდილობს, ყველას გადასდოს მუდამ სიახლეების ძიების წყურვილი. აკი ის, რაც წლების წინ გაუაზრებია, დღეს ბევრისთვის საჭირო ნაკვალევად ქცეულა.
მასწავლებლის დღეს ვულოცავთ ქალბატონ რუსუდანს. ღვთის შემწეობას, წელთა სიმრავლეს, საყვარელი საქმის დიდხანს სამსახურს ვუსურვებთ.
ეხაროს ნაყოფს, გაემარჯვოს თქვენს ყოველ კეთილ წამოწყებას!

      

  

      

  

        

 

გამარჯვებული კინგსელები!!!

გამარჯვებული კინგსელები!!!
მათ შორის არიან მე-3 კლასელები დავით კვაჭანტირაძე და სერგი ქვილორია, რომლებიც 2015 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულები და ქალაქის მასშტაბით საუკეთესოებია!
პედაგოგები: მაია ჩოლაბარგია, ელენე გორგოშიძე, ლელა ღლონტი, ხათუნა გულბიანი, ეკა ქუტიძე, თეა დოლიძე.

მორიგი წარმატება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ,,შექმენი შენი კალენდარი“ 12 მონაწილეს შორის იყო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლე გიორგი კონტრიძე, რომლის ნახატი ,,სექტემბერი“ კალენდრის სუპერზე იქნება დატანილი.
ვულოცავთ ნიჭიერ, მხიარულ და მომღერალ მხატვარს!!!

     

 

   

დაიწყო მე-18 სასწავლო წელი

2015 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში მეთვრამეტედ აღინიშნა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მიმდინარე წელს სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.
მოეწყო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,გამარჯობა, სკოლა“, რომელიც მოამზადა ქართული ენის და ლიტერატურის და ესთეტიკური აღზრდის კათედრებმა.
პედაგოგები: თეა ასიეშვილი, ზაირა ბერიძე, თამილა ბურჭულაძე, სოფო ღლონტი, ნათია გორდელაძე.
სკოლის მოძღვარმა დალოცა და წარმატებები უსურვა მოსწავლეებსა, მასწავლებლებსა და მშობლებს.

             

            

ჩვენ წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია

2015 წლის 10-12 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ექსპერტმა ჯგუფმა,  განახორციელა ვიზიტი  ა(ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში“.

 

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ქალაქ თბილისში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შედგა დასკვნითი ზეპირი მოსმენა. კომისიამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა  ა(ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლისათვის“.  ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას.

 

ახალი სასწავლო პროცესი

ახალი სასწავლო პროცესი განახლდება 14 სექტემბერს

 

 

ინტერვიუ მოძღვართან

http://youtu.be/8fl_498rLkQ

ა(ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის" VIII კლასის მოსწავლეებმა ზ. ვაშაყმაძემ და ს. გორდელაძე პროექტის ,,იცხოვრე უკვამლო ზონაში" ფარგლებში ჩაწერეს ინტერვიუ სკოლის მოძღვართან დეკანოზ მათესთან (გორდელაძე).

Subcategories