სიახლეები

,,კულინარიული დუელი“

რა სურნელი ტრიალებს დღეს ჩვენს სატრაპეზოში?! თუ გაინტერესებთ, შემოიხედეთ! ,,ბურგერები“ და ,,პეპერონები“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არ მოგესმათ! ეს გუნდების სახელებია. ასე საინტერესოდ, უცნაურად და გემრიელად აღნიშნეს ბუნების გაკვეთილი მეორეკლასელებმა (პედაგოგი: ირინე მიგინეიშვილი). თავიანთი საყვარელი ხელებით გამოაცხვეს პიკანტური პიცა, დაამზადეს მადისაღმძვრელი ბურგერები და ეს ყველაფერი _ კულინარიული წესების დაცვით. ბოლოს სუფრა გაშალეს და ერთმანეთის კერძები დააგემოვნეს. დუელში კი მეგობრობამ გაიმარჯვა!