სიახლეები

სიახლეები

,,დღეს ყველა თანატოლია"

2020-21 სასწავლო წლის ბოლოს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის დამრიგებლის, ასმათ ლომაძის ინიციატივით მოხერხდა ამავე კლასის მოსწავლეთა და მშობელთა შეხვედრა ღია სივრცეში. ეს იყო მხიარული შეჯიბრება სახელწოდებით - , რომელიც მოიცავდა, როგორც ინტელექტუალურ, ასევე სპორტულ აქტივობებს.  ღონისძიების ბოლოს  ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელებით. ერთი ყველაზე აქტიური მოსწავლე და მშობელი  დასაჩუქრდა  სიმბოლური საჩუქრებით. ფოტომასალა ასახავს დაუვიწყარი დღის სახალისო განწყობას.

 

    

 

  

 

ბოლო ზარი დაირეკა!

 ბოლო ზარი დაირეკა! ზარი მახარობელი, დღესასწაული, დასაწყისი ახალი ცხოვრების!

უჩვეულოდ აღვნიშნავთ, ყველაფერი ისე არაა, როგორც წარმოგვედგინა.
ნება მათია! საით წავლენ, რომელ ფანჯარას შეაღებენ! მთავარია, ყოველთვის ირწმუნონ საკუთარი თავის! მომავლის გზაზე დაბრკოლებებსაც გადააწყდებიან, მრავალი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ!
ჩვენ გვჯერა მათი! გზას დავულოცავთ!

 

(ACCESS)-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS)-ის გაცვლითი პროგრამის სამ გამარჯვებულ მოსწავლეს შორის არის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ბელთაძე. გაცვლითი პროგრამის (Access Exchange Program) გამარჯვებულები ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკაში 3 კვირიან საზაფხულო სკოლაში კალიფორნიის შტატში Diablo Valley College-ში.
"ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას" (English Access Micro Scholarship Program), ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით. სასკოლო საზოგადოება ულოცავს გიორგის და უსურვებს წარმატებებს.

 

მოსწავლეები გვილოცავენ ახალ წელს!

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეები გვილოცავენ ახალ წელს! საკუთარი ხელებით შეგვიქმნეს სადღესასწაულო განწყობა! ❤

 

https://drive.google.com/file/d/13PoNaJvqwzogOTTMPJvORhszj37zHgs9/view

 

 

 

 

კლასგარეშე ონლაინპრეზენტაცია

პანდემიის პირობებში მოსწავლეების მოტივაცია არც ისე მაღალია. ამის მიუხედავად, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები შეეცადნენ, კლასგარეშე თემატიკაზეც ემუშავათ და მრავალფეროვანი ონლაინპრეზენტაციებიც მოამზადეს. ჩვენ პერიოდულად წარმოვადგენთ მათ ნამუშევრებს.

 

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაც შეუერთდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული უნდა განხორციელებულიყო. პანდემიის გამო ეს კვირეულიც ონლაინრეჟიმში ჩატარდა.
კამპანიის მიზანი ძალადობის _ ბულინგის, ოჯახური ძალადობის, ნაადრევი ქორწინების და სხვა _ პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა იყო. კვირეულში ჩაერთო საკოლო საზოგადოების სხვადასხვა რგოლი: სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები.
აღსანიშნავია კომპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები: ჩატარდა საინფორმაციო სახის ინტერაქციული გაკვეთილები ბულინგის სახეების, ასევე ნაადრევი ქორწინების შედეგების შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ზაირა ბერიძემ პლატფორმა zoom-ის მეშვეობით ჩაატარა გაკვეთილები სამოქალაქო განათლებაში _ დისკუსია- " ძალადობა დანაშაულია"- 9 კლასი და" ჩვენ ტოლერანტები ვართ"- მე-7 კლასი. მე-7 კლასის დამრიგებელმა ასმათ ლომაძემ მოსწავლეებს აჩვენა ანიმაციური ფილმი ,,თავდაყირა“. ფილმის განხილვა-დისკუსიაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მშობლებიც. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ფლაერები, პლაკატები, რომელთა შორისაც გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები.
 
 
 

,,ეგზისტენცია“ ,,ყველაზე წიგნიერის“ კონკურსის ფინალშია!

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდი ,,ეგზისტენცია“ ,,ყველაზე წიგნიერის“ კონკურსის ფინალშია! ვულოცავთ გუნდის წევრებს, მე-10 კლასის მოსწავლეებს: ნინი კანდელაკს, ნია დარჩიას, ანა ცენტერაძეს, ანა გაბედავას, ქეთევან ჩხარტიშვილს კონკურსის ორივე ტურში წარმატებით მონაწილეობას, ვუსურვებთ გამარჯვებას!!

 

 

ვირტუალური გამოფენა

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის: ნატო სალუქვაძისა და ამავე სკოლის(1,4,5,6,7) კლასის მოსწავლეების ვირტუალური გამოფენა.(ფერწერული და გრაფიკული ნახატები და შემოქმედებითი ფოტოები)

 

 

https://drive.google.com/file/d/1t6rlYgVpF7f2HKZSI9TJYu2iJa_DW1Tz/view 

საშობაო ფესტივალი გორში

2019-2020 სასწავლო წლის საშობაო ფესტივალი გორში ტრადიციულად ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველი დღე მიეძღვნა კონფერენციას, რომელზედაც წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ცენტერაძე საინტერესო თემით (ხელმძღვანელი: ქიმიის მასწავლებელი ირინე მიგინეიშვილი) წარდგა. ,,ფაროსანა _გლობალური საფრთხე“

 

ყველაზე წიგნიერი

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდმა „ეგზისტენციამ“ წარმატებულად იასპარეზა „ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში. გუნდის შემადგენლობა _ მეცხრე კლასის მოსწავლეები: ანა ცენტერაძე, ნინი კანდელაკი, ქეთევან ჩხარტიშვილი, ნია დარჩია, ანა გაბედავა. „ეგზისტენციას“ წინ მეორე ტური ელოდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სექტემბრისთვის გადაიდო.

 

 

 

შეხვედრა მწერალ გიორგი კეკელიძესთან

მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, გიორგი კეკელიძეს. შეხვედრის ორგანიზატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის დაგეგმვის კუთხით. შეხვედრის ბოლო ნაწილი ინტერაქციული იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დისტანციური სწავლება

მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ! წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა გეგმავს დისტანციური სწავლების პლატფორმაზე გადასვლას. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით. იმ კვირიდან დამრიგებლები დაგიკავშირდებიან და მოგაწვდიან შესაბამის სამოქმედო გეგმასა თუ ინფორმაციას.

რა სად როდის?!.

დღევანდელი ლიდერები!!!! წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდის მორიგი წარმატება ინტელექტუალურ ჩემპიონატში: რა სად როდის?!.. გილოცავთ!!!წინ ნახევარ-ფინალია!!!

 

„ჩვენ ვიცავთ თავს ვირუსისაგან, დაიცავით თქვენც!“

მე-7 კლასის სამოქალაქო აქტივისტებმა მოაწყვეს აქცია „ჩვენ ვიცავთ თავს ვირუსისაგან, დაიცავით თქვენც!“ მათ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, ქუჩაში გამვლელებს დაურიგეს პირბადეები და საინფორმაციო გამაფრთხილებელი ფურცლები.

 

 

ზამთრის ვერნისაჟი

წმ გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ოზურგეთის სამხატვრო გალერეას მიერ ორგანიზებულ გამოფენა-კონკურსში ,,ზამთრის ვერნისაჟი". ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ნორჩ მხატვრებს: ბარბარე ცენტერაძესა და ელენე გაგუას, რომლებმაც ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს და დაჯილდოვდნენ კიდეც

 

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი ,,Tანტალი"

ა (ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის,,Taნტალი“ 2019 წლის ანგარიში

წელს ა (ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში“ ჩამოყალიბდა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი ,,Tანტალი“ (ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლოებელი ირინე მიგინეიშვილი), რომელშიც გაწევრიანდნენ მერვე, მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეები. კლუბის წევრებმა შექმნეს კლუბის ლოგო.
მაისში კლუბის წევრებმა აიღეს სკოლის სასმელი წყლისა და ტექნიკური ჭის წყლის სინჯები და ქიმიური ანალიზისთვის ეწვივნენ ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიას. ლაბორატორიის უფროსის ი. ღლონტის, დახმარებით ანალიზი ჩაუტარეს წყლის ნიმუშებს, კერძოდ განისაზღვრა: წყლის სიმღვრივე, ქლორისა და ნიტრატების რაოდენობა.
2019 წლის 23 ოქტომბერს კლუბის წევრებმა აღნიშნეს ,,მოლის“ დღე: დაამზადეს და სკოლაში გამოფინეს პლაკატი.
წრის ხელმძღვანელის დახმარებით გადაიღეს ფილმი ,,მოლის დღე“ და მოაწყვეს ამ ფილმის ჩვენება.
2019 წლის დეკემბერში ი. მიგინეიშვილის ხელმძღვანელობით მეცხრე კლასის მოსწავლის ანნა ცენტერაძის მიერ მომზადდა საკონფერენციო თემა ,,აზიური ფაროსანა - გლობალური გამოწვევა“ , რომელიც წარდგენილი იქნა გორის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში, საშობაო კონფერენციაზე ,,გენეთლია“

 

 

ახალი სასწავლო წელი

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა. სკოლაში სტუმრად იყო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ოქროს მედალოსანი ,,თავისუფალი უნივერსიტეტის" წარჩინებული სტუდენტი მარიამ მელუა და მას საზეიმო ვითარებაში გადაეცა ეს ჯილდო.

 

     

 

სკოლის ტრიო

(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ტრიომ (წევრები: მარიამ გორდელაძე, ქეთევან ჩხარტიშვილი, თამარ ბაკურაძე) ფოტინე გორდელაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნულ კონკურსზე I ადგილი დაიკავა. ტრიოს ლაურეატის წოდება მიენიჭა.

საჭადრაკო ტურნირი

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის IV კლასის მოსწავლემ, გიორგი ღლონტმა, ქ. ფოთში გამართულ V თანრიგის საკვალიფიკაციო საჭადრაკო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ.

 

სიყვარულით და რეკომენდაციებით

10 ოქტომბერს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ: მაღალყოვლადუსამღვდელოესი შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) და საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი, რუსთაველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) ხელმძღვანელობით.

 

Subcategories