სიახლეები

სიახლეები

დაარსებიდან 25 წელი!

საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებული

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, თებეა გორდელაძემ ჭადრაკის ტურნირი პირველობით აღნიშნა. 30 ოქტომბერს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა საკვალიფიკაციო შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობას 16 მოჭადრაკე იღებდა. 7 შესაძლებლობიდან 6 ქულის მოპოვებით თებეამ ტურნირში გაიმარჯვა! გვიხარია, რომ ჩვენი ლამაზი, გონიერი გოგონა სკოლის საჭადრაკო ტრადიციებს წარმატებით აგრძელებს. ვულოცავთ და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ!

 

,,ვწერ თავისუფალ თემას"

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ნინი კანდელაკმა, გაიმარჯვა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სპონსორობითა და მასპინძლობით გამართულ კონკურსში . კონკურსის მიზანი იყო განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა. იდეის ავტორი და საორგანიზაციო საბჭოსა ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია. კონკურსს მხარს უჭერდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა... კონკურსი ორ ტურად ჩატარდა. 750 მონაწილიდან ფინალში მოხვდა 122 მოსწავლე. მათ შორის 34 ნამუშევარი გამოირჩა. გამარჯვებულად დასახელდა 15 კონკურსანტი. ორ მოსწავლესთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა ნინი კანდელაკმა. დაჯილდოვდა პედაგოგიც_ თეა ასიეშვილი. ვულოცავთ ნინის ამ მნიშვნელოვან წარმატებას!!!

 

 

ნეტავ, ჩვენს სიტყვას ომის შეჩერება შეეძლოს..!“

,,მზეო, ჩვენთან რომ ჩამოხვიდე, შენც კი უკან დაბრუნებას ისურვებ. შენი სიცხე ძლიერ სიცივედ იქცევა... ვერ მოითმენ, აგეტირება. ნეტავ, ჩვენს სიტყვას ომის შეჩერება შეეძლოს..!“ ეს ერთ-ერთია იმ გულიდან წამოსულ გზავნილთაგან, რომლებიც დღეს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მოსწავლეებმა ერთობლივ ლოცვას შეუერთეს. მთელი სასკოლო საზოგადოება ლოცულობდა მშვიდობის, ბოროტების დათრგუნვის, კეთილის გავრცობისათვის! სამღვდელოებამ, მასწავლებლებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღავლინეს. შეგროვდა შემოწირულობა, რომელიც გადაერიცხება დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს.

 

 

 

მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!!

სასკოლო საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორაა მომზადებული ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა სასწავლო პროცესისთვის, რა ღონისძიებებს გეგმავს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად.
სკოლა აღჭურვილია: დისტანციური თერმომეტრებით, დეზობარიერით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით.
უზრუნველყოფილი იქნება ნაკადების შესვლა სკოლის ეზოში, დერეფანსა და შენობაში, ასევე დისტანცია ეზოსა და საკლასო ოთახში.
მოსწავლეების ვალდებულებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები;
o დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
o დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
o დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
o დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
o სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
o არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
o ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
o ყურადღებით გაეცანით სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
o სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა და 37.O და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვათ სკოლაში;
o ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
o სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
o ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.
o ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყავით მოსწავლე საკვებით.
გელოდებით სიყვარულით!!!
მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!!
 
 
 

,,დღეს ყველა თანატოლია"

2020-21 სასწავლო წლის ბოლოს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის დამრიგებლის, ასმათ ლომაძის ინიციატივით მოხერხდა ამავე კლასის მოსწავლეთა და მშობელთა შეხვედრა ღია სივრცეში. ეს იყო მხიარული შეჯიბრება სახელწოდებით - , რომელიც მოიცავდა, როგორც ინტელექტუალურ, ასევე სპორტულ აქტივობებს.  ღონისძიების ბოლოს  ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელებით. ერთი ყველაზე აქტიური მოსწავლე და მშობელი  დასაჩუქრდა  სიმბოლური საჩუქრებით. ფოტომასალა ასახავს დაუვიწყარი დღის სახალისო განწყობას.

 

    

 

  

 

ბოლო ზარი დაირეკა!

 ბოლო ზარი დაირეკა! ზარი მახარობელი, დღესასწაული, დასაწყისი ახალი ცხოვრების!

უჩვეულოდ აღვნიშნავთ, ყველაფერი ისე არაა, როგორც წარმოგვედგინა.
ნება მათია! საით წავლენ, რომელ ფანჯარას შეაღებენ! მთავარია, ყოველთვის ირწმუნონ საკუთარი თავის! მომავლის გზაზე დაბრკოლებებსაც გადააწყდებიან, მრავალი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ!
ჩვენ გვჯერა მათი! გზას დავულოცავთ!

 

(ACCESS)-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS)-ის გაცვლითი პროგრამის სამ გამარჯვებულ მოსწავლეს შორის არის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ბელთაძე. გაცვლითი პროგრამის (Access Exchange Program) გამარჯვებულები ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკაში 3 კვირიან საზაფხულო სკოლაში კალიფორნიის შტატში Diablo Valley College-ში.
"ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას" (English Access Micro Scholarship Program), ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით. სასკოლო საზოგადოება ულოცავს გიორგის და უსურვებს წარმატებებს.

 

მოსწავლეები გვილოცავენ ახალ წელს!

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეები გვილოცავენ ახალ წელს! საკუთარი ხელებით შეგვიქმნეს სადღესასწაულო განწყობა! ❤

 

https://drive.google.com/file/d/13PoNaJvqwzogOTTMPJvORhszj37zHgs9/view

 

 

 

 

კლასგარეშე ონლაინპრეზენტაცია

პანდემიის პირობებში მოსწავლეების მოტივაცია არც ისე მაღალია. ამის მიუხედავად, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები შეეცადნენ, კლასგარეშე თემატიკაზეც ემუშავათ და მრავალფეროვანი ონლაინპრეზენტაციებიც მოამზადეს. ჩვენ პერიოდულად წარმოვადგენთ მათ ნამუშევრებს.

 

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაც შეუერთდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული უნდა განხორციელებულიყო. პანდემიის გამო ეს კვირეულიც ონლაინრეჟიმში ჩატარდა.
კამპანიის მიზანი ძალადობის _ ბულინგის, ოჯახური ძალადობის, ნაადრევი ქორწინების და სხვა _ პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა იყო. კვირეულში ჩაერთო საკოლო საზოგადოების სხვადასხვა რგოლი: სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები.
აღსანიშნავია კომპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები: ჩატარდა საინფორმაციო სახის ინტერაქციული გაკვეთილები ბულინგის სახეების, ასევე ნაადრევი ქორწინების შედეგების შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ზაირა ბერიძემ პლატფორმა zoom-ის მეშვეობით ჩაატარა გაკვეთილები სამოქალაქო განათლებაში _ დისკუსია- " ძალადობა დანაშაულია"- 9 კლასი და" ჩვენ ტოლერანტები ვართ"- მე-7 კლასი. მე-7 კლასის დამრიგებელმა ასმათ ლომაძემ მოსწავლეებს აჩვენა ანიმაციური ფილმი ,,თავდაყირა“. ფილმის განხილვა-დისკუსიაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მშობლებიც. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ფლაერები, პლაკატები, რომელთა შორისაც გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები.
 
 
 

,,ეგზისტენცია“ ,,ყველაზე წიგნიერის“ კონკურსის ფინალშია!

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდი ,,ეგზისტენცია“ ,,ყველაზე წიგნიერის“ კონკურსის ფინალშია! ვულოცავთ გუნდის წევრებს, მე-10 კლასის მოსწავლეებს: ნინი კანდელაკს, ნია დარჩიას, ანა ცენტერაძეს, ანა გაბედავას, ქეთევან ჩხარტიშვილს კონკურსის ორივე ტურში წარმატებით მონაწილეობას, ვუსურვებთ გამარჯვებას!!

 

 

ვირტუალური გამოფენა

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის: ნატო სალუქვაძისა და ამავე სკოლის(1,4,5,6,7) კლასის მოსწავლეების ვირტუალური გამოფენა.(ფერწერული და გრაფიკული ნახატები და შემოქმედებითი ფოტოები)

 

 

https://drive.google.com/file/d/1t6rlYgVpF7f2HKZSI9TJYu2iJa_DW1Tz/view 

საშობაო ფესტივალი გორში

2019-2020 სასწავლო წლის საშობაო ფესტივალი გორში ტრადიციულად ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველი დღე მიეძღვნა კონფერენციას, რომელზედაც წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ცენტერაძე საინტერესო თემით (ხელმძღვანელი: ქიმიის მასწავლებელი ირინე მიგინეიშვილი) წარდგა. ,,ფაროსანა _გლობალური საფრთხე“

 

ყველაზე წიგნიერი

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდმა „ეგზისტენციამ“ წარმატებულად იასპარეზა „ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში. გუნდის შემადგენლობა _ მეცხრე კლასის მოსწავლეები: ანა ცენტერაძე, ნინი კანდელაკი, ქეთევან ჩხარტიშვილი, ნია დარჩია, ანა გაბედავა. „ეგზისტენციას“ წინ მეორე ტური ელოდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სექტემბრისთვის გადაიდო.

 

 

 

შეხვედრა მწერალ გიორგი კეკელიძესთან

მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, გიორგი კეკელიძეს. შეხვედრის ორგანიზატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის დაგეგმვის კუთხით. შეხვედრის ბოლო ნაწილი ინტერაქციული იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დისტანციური სწავლება

მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ! წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა გეგმავს დისტანციური სწავლების პლატფორმაზე გადასვლას. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით. იმ კვირიდან დამრიგებლები დაგიკავშირდებიან და მოგაწვდიან შესაბამის სამოქმედო გეგმასა თუ ინფორმაციას.

რა სად როდის?!.

დღევანდელი ლიდერები!!!! წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდის მორიგი წარმატება ინტელექტუალურ ჩემპიონატში: რა სად როდის?!.. გილოცავთ!!!წინ ნახევარ-ფინალია!!!

 

„ჩვენ ვიცავთ თავს ვირუსისაგან, დაიცავით თქვენც!“

მე-7 კლასის სამოქალაქო აქტივისტებმა მოაწყვეს აქცია „ჩვენ ვიცავთ თავს ვირუსისაგან, დაიცავით თქვენც!“ მათ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, ქუჩაში გამვლელებს დაურიგეს პირბადეები და საინფორმაციო გამაფრთხილებელი ფურცლები.

 

 

ზამთრის ვერნისაჟი

წმ გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ოზურგეთის სამხატვრო გალერეას მიერ ორგანიზებულ გამოფენა-კონკურსში ,,ზამთრის ვერნისაჟი". ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ნორჩ მხატვრებს: ბარბარე ცენტერაძესა და ელენე გაგუას, რომლებმაც ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს და დაჯილდოვდნენ კიდეც

 

Subcategories