- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Tuesday, 26 May 2026 19:22
-
Written by gia
-
Hits: 117
სიახლე და დიდი გამარჯვება! პროექტი „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდეგით სარწმუნოებასა ზედა“ წარმატებით განხორციელდა!
სიამაყითა და დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება. ჩვენმა სკოლამ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5000-ლარიანი გრანტი მოიპოვა!

მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს იდეიდან განხორციელებამდე, კოორდინირებას უწევდა ჩვენი სკოლის გალობისა და ხალხური სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი მარიამ დუმბაძე. პროექტის პროფესიულ და მაღალ დონეზე დაგეგმვაში დიდი წვლილი მიუძღვის პროექტის კონსულტანტს — ზაირა ბერიძეს.
ამასთანავე, პროექტის წარმატებით განხორციელებაში უდიდესი შრომა ჩადეს ჩვენმა ერთგულმა პედაგოგებმა — თეა ასიეშვილმა და ხათუნა სალუქვაძემ, ასევე სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა ჩართულობამაც ეს პროცესი განსაკუთრებული გახადა.
პროექტის მთავარი მიზანი მომავალ თაობაში ქრისტიანული ცხოვრების წესისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა იყო. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ახალი თაობა ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით, რომელიც ქრისტიანული ფასეულობების გათვალისწინებით იაზროვნებს, შეძლებს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას და მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ.
რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში?
პარტნიორობისა და მეგობრობის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ორ სამიზნე სკოლასთან — ქ. ოზურგეთის #3 საჯარო სკოლასა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
ამ პერიოდის განმავლობაში:
ჩატარდა საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე;
მოეწყო პროექტის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი შემეცნებითი ანიმაციების ჩვენება;
ჩატარდა ვიქტორინა სპეციალურად მომზადებული ქვიზების გამოყენებით, სადაც გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ ბიბლია, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს — ქართველი მწერლების ნაწარმოებები.

საჩუქარი მონაწილეებს — მოლოცვითი ტურები:
პროექტის დასასრულს, მონაწილე ბავშვებისთვის მოეწყო 2 დაუვიწყარი შემეცნებით-მოლოცვითი ტური საქართველოს წმინდა ადგილებში — მცხეთასა და იმერეთში.
უღრმესი მადლობა პროექტის ავტორებს, კოორდინატორს, კონსულტანტს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომელთა ენთუზიაზმითა და თავდადებითაც ეს იდეა რეალობად იქცა. მადლობას ვუხდით მოძრაობა „დავითიანს“ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ეს პროექტი თითოეული მონაწილის გულში დატოვებს იმ სულიერ და კულტურულ ანარეკლს, რომელზეც ჩვენი მომავალი უნდა აშენდეს!
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Tuesday, 26 May 2026 18:25
-
Written by gia
-
Hits: 112
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მშობელთა სათათბირო ორგანომ, ,,მშობელთა დარბაზმა“ რამდენიმე საინტერესო აქტივობა განახორციელა. სათათბირო ჩართული იყო გაბრიელ ეპისკოპოსის მასშტაბურ ღონისძიებაში (ნოემბერი), სკოლას ეხმარებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი, მათ შორის სტუმართა მიღება-დახვედრის, საკითხების მოგვარებაში, მონაწილეობდა საპატრიარქოს სხვადასხვა სკოლის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებში მოსწავლეების ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებაში; პერიოდულად თანამშრომლობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,გურიასთან"_ მაგალითად საშემოდგომო ღონისძიებაში მონაწილეობა; წარმატებით იყენებდა შიდასაკლასო წამომადგენლობით ადამიანურ რესურსს, მაგ, თითოეული წარმომადგენელი_ შვილის კლასში გეგმავდა ღონისძიებებს, გასვლით , არაფორმალურ შეხვედრებს, მაგ. ფილმის ნახვა, მუზეუმში ვიზიტი, სტადიონზე თამაში და სხვ. სათათბირომ მოამზადა ერთგვარი დღიური მე-8 კლასში განხორციელებული აქტივობებისა. (მშობელი: ლ. ლომაძე) 1. განსხვავებულის მიმღებლობა.
განსხვავებულის მიმღებლობა, ტოლერანტობა მნიშვნელოვანი ცნებებია ჰარმონიული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით მოეწყო ფილმის ,,კლასის წინ'' ჩვენება Vlll კლასის მოსწავლეებთან ერთად. შეხვედრა ,,ასოციაცია გურიაში" გაიმართა, ორგანიზაციაში, რომელიც მრავალი წელია აწვდის სხვადასხვა სოციალურ სერვისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ბიჭის შესახებ, რომელიც პატარაობიდანვე ტერეტის სინდრომით იტანჯება. ის ებრძვის ამ მძიმე დაავადებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, გახდეს პედაგოგი. მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის... მოსწავლეებმა იმსჯელეს საერთო ადამიანური ღირებულებებისა და განსხვავებულობის მიმღებლობის შესახებ. აღნიშნეს, რომ ადამიანის ღირებულება არ განისაზღვრება ფიზიკური მდგომარეობით და რომ მიზნისკენ სწრაფვაში დაბრკოლებებმა ხელი არ უნდა შეგიშალოს.
2. ფილმის ჩვენება
ნოდარ დუმბაძის გენიალური ნაწარმოების, ,,ჰელადოსის" შესწავლისას გადავწყვიტეთ Vlll კლასისთვის მოგვეწყო ფილმის ჩვენება, რადგან: ვიზუალური აღქმა აძლიერებს სწავლებას – ფილმი ეხმარება მოსწავლეებს უკეთ წარმოიდგინონ ეპოქა: ტანსაცმელი, არქიტექტურა, ქალაქი, ყოველდღიური ცხოვრება. ისტორია „ცოცხლდება“ – წიგნში წაკითხული ფაქტები ფილმში ემოციებითა და მოქმედებით ჩანს, რაც თემას უფრო საინტერესოს ხდის. მოტივაციის ზრდა – ფილმის ნახვა ზრდის ინტერესს საგნის მიმართ. კრიტიკული აზროვნების განვითარება – მოსწავლეებს შეუძლიათ შეადარონ ფილმი ლიტერატურულ ნაწარმოებს: რა იყო ნაწარმოებში და რა – მხატვრული დამატება. დამახსოვრების გაუმჯობესება – ვიზუალური და ემოციური გამოცდილება ინფორმაციას უფრო მყარად ამახსოვრებს. ფილმის შემდეგ წარიმართა საინტერესო დისკუსია, განხილვა, აზრების გაზიარება და კითხვებზე პასუხი.
3) აქტივობა „რა მოგწონს ჩემში“ . აღნიშნული აქტივობა მოზარდებს ეხმარება ერთმანეთში აღმოაჩინონ და დააფასონ საუკეთესო თვისებები. ამ აქტივობის დროს მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ ერთმანეთის დადებით მხარეებზე, რაც აძლიერებს თვითშეფასებას, ავითარებს ემპათიას და ხელს უწყობს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მოზარდები სწავლობენ კომპლიმენტის სწორად თქმას, ერთმანეთის მოსმენას და განსხვავებულობის პატივისცემას. შედეგად, ჯგუფში იქმნება უფრო მეგობრული და მხარდამჭერი გარემო, სადაც თითოეული მონაწილე თავს დაფასებულად და მიღებულად გრძნობს.
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Friday, 22 May 2026 19:23
-
Written by gia
-
Hits: 113
ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სტუმრად მოიწვიეს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იოსებ დანელია. იოსები ომში გამოჩენილი მამაცობისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის მედლით არის დაჯილდოებული. მისი სამივე შვილი ამ სკოლის მოსწავლეა. უფროსი , თამარი, კი მე-9 კლასის მოსწავლეა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, იოსებმა უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს, გაიხსენა ისტორიები, ადამიანები, რომლებთან ერთადაც იბრძოდა,თუმცა მისთვის, როგორც აღნიშნა ,მძიმე იყო იმ დღეების გახსენება.
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Friday, 22 May 2026 19:12
-
Written by gia
-
Hits: 105
ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბიბლიოთეკა ის სივრცეა, რომელშიც ყოველდღიურად იმართება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება: ფილმის ჩვენება, საკლუბო შეხვედრები, მოსწავლეთა იდეების განხილვა თუ მცირე კონფერენციები... ბიბლიოთეკარი მაია ჟღენტი ხშირად ამ შეხვედრების ინიციატორიცაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღონისძიების პრიორიტეტი წიგნიერებაა. ამჯერად მარათონი წიგნის საერთაშორის დღით დაიწყო და რამდენიმე კვირა მოიცვა. მოუთმენლად ელოდნენ მეოთხეკლასელები ამ დღეს (ბიბლიოთეკარი მ. ჟღენტი, კლასის დამრიგებელი: მ. ჩოლაბარგია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ხ. გულბიანი). სახალისო იყო ჩუქების პროცესი, სასურველი წიგნების მიღება კი_ სასიამოვნო!!.

- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Thursday, 23 April 2026 18:47
-
Written by gia
-
Hits: 130
გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!
ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, მეშვიდე კლასი 




- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Friday, 17 April 2026 18:48
-
Written by gia
-
Hits: 135
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გამარჯვებას აღნიშნავს. ,,ეგზისტენცია" პირველადგილოსანია!!! გუნდის თითოეულ წევრს, მთელ სასკოლო საზოგადოებას ვულოცავთ ამ წარმატებას! ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდით თანადგომისათვის!!. გუნდის შემადგენლობა: თინათინ ჩხარტიშვილი (კაპიტანი), სანდრო ჩხაიძე, მარიამ მალაზონია, დავით ბახტაძე, ნია მიმინოშვილი, ალიკა დოლიძე. კვლავ მრავალ წარმატებას გისურვებთ, ბავშვებო!!
https://drive.google.com/file/d/1vtKaTUoXc8j_Xm-6_Yt_9wooM0lI7ggg/view?usp=sharing

- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Saturday, 28 March 2026 15:11
-
Written by gia
-
Hits: 164
ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ტრადიციულად მონაწილეობს გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მიერ ორგანიზებილ ფესტივალში. ,,გენეთლია“ ყოველწლიურად საშუალებას გვაძლევს, წარვდგეთ როგორც შემეცნებითი, ასევე შემოქმედებითი მიმართულებით. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების საიუბილეო თარიღის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა მოამზადეს თემა ,,ქრისტიანობა საქართველოში I-V საუკუნეებში“ (პედაგოგი: ხათუნა სალუქვაძე, მეათე კლასის მოსწავლეები: გურამ ხელაძე, ელენე თენიეშვილი, ცისია გარდაფხაძე) მათ მსმენელს ნაშრომი შესთავაზეს ე. წ. მოძრავი პრეზენტაციის ფორმით. პრეზენტაცია უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახადა კითხვარმა, რომელზე პასუხის გაცემაც აუდიტორიას ევალეობოდა. ვიქტორინაში წარმოდგენილი კითხვები ეყრდნობოდა ფაქტებს, რომლებზედაც მოსწავლეებმა ისაუბრეს პრეზენტაციისას.
შემოქმედებით ნაწილში IV-VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩვენმა სკოლამ წარმოადგინა სპექტაკლი ,,სათაგური“ (პედაგოგები: ხათუნა სურგულაძე, თამილა ბურჭულაძე, თეა დოლიძე, მაია ჩოლაბარგია) პატარებმა არსტისტულად მოირგეს პერსონაჟთა როლები და სცენაზე გააცოცხლეს გენიალური ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები. დარბაზის მოწონებაც დაიმსახურეს. სპექტაკლი დატვირთული იყო მხატვრული სიტყვით, მუსიკით, ქორეოგრაფიით, ავთენტური დეკორაციებით...
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეთა მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Saturday, 28 March 2026 15:02
-
Written by gia
-
Hits: 188
ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნა გალობის წრის (ხელმძღვანელი მარიამ დუმბაძე) ტრადიციული საანგარიშო კონცერტით. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშობაო საგალობლები.



- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Saturday, 28 March 2026 14:47
-
Written by gia
-
Hits: 135
ზღაპარს კეთილი დასასრული უხდება, მოსიყვარულე გმირებით, უფრო კი ბოროტების გზიდან სიკეთის ბილიკებზე რომ გადაუხვიეს, იმათი მონაწილეობით!!!


ასე, ლამაზი სიტყვებით, არტისტული მოძრაობებით დაამშვენეს ჩვენი სცენა პირველკლასელებმა (მასწავლებელი: ხათუნა გულბიანი) 




- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Sunday, 28 December 2025 11:26
-
Written by gia
-
Hits: 219
ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ,,ღია კარის დღის“ შესახებ. თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შეუძლია წარმოადგინოს ინიციატივა, მოაწყოს შეხვედრა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ან წარმოადგინოს და სასურველ (შერჩეულ) აუდიტორიას გაუზიაროს განხორციელებული აქტივობები, შემოქმედებითი პროდუქტები... სწორედ ამ ფორმატით აღინიშნა ქალთა უფლებების დაცვის კვირეული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. ინიციატორი იყო სკოლის გულშემატკივართა კლუბ ,,საჩინოს“ მეცხრე კლასის წარმომადგენლობა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ზაირა ბერიძე. კლუბმა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის დღეს წარმოადგინა მის მიერ კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებათა ანგარიში.


- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Sunday, 28 December 2025 11:09
-
Written by gia
-
Hits: 277
ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლასთან არსებული მშობელთა დარბაზის ინიციატივით, სკოლის ინკლუზიური განათლების კოორდინატორისა და ასოციაცია ,,გურიის“ თანამშრომლობით თბილი, სასიამოვნო ღონისძიება მომზადდა. მეორე-მესამეკლასელები საშემოდგომო პროგრამით წარდგნენ საქველმოქმედო ასოციაციის ბენეფიციარების წინაშე. შეხვედრა მასპინძლების ჩართულობით დასრულდა. საქველმოქმედო ასოციაციასთან თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება.


- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Sunday, 14 December 2025 18:58
-
Written by gia
-
Hits: 246
2025 წელს ქალაქ ოზურგეთში აღინიშნა საქართველოს ეკლესიის მნათობის, დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავი. ჩვენი სკოლა წმ. გაბრიელის სახელს ატარებს და იუბილეს აღნიშვნის ინიციატივაც ჩვენ გვეკუთვნის.
2025 წლის დასაწყისში, შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების ლოცვა-კურთხევით, ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადოდებლური სკოლის დირექტორის, დეკანოზ იოსების (ნაკაიძე) იდეითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაიწერა იუბილესთან დაკავშირებული წლიური გეგმა.
ჩანაფიქრმა სტარტი აიღო 7 თებერვალს, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების/ხსენების დღეს.
7 თებერვალი წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ემოციებით დატვირთული დღე იყო. მეთერთმეტეკლასელებმა წარმოადგინეს მოხსენება ,,ჭეშმარიტი მოძღვარი“, გაიხსენეს შტრიხები მღვდელმთავრის ცხოვრებიდან, მისი გარდაცვალების დღე და წმიდა ილია მართლის ცნობილი გამოსათხოვარი სიტყვა.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ გაზაფხულზე ჩატარდა კლასგარეშე ღონისძიება მეექვსე კლასში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფურად მომზადებული პლაკატები. ყურადღება გამახვილდა გაბრიელ ეპისკოპოსის ოჯახსა და წარმომავლობაზე.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საიუბილეო წლის ფარგლებში ჩატარდა შიდასასკოლო კონფერენცია ,,ორი დიდი ქართველი: წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი და წმინდა ილია მართალი”, მე- 9 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ისტორიები ამ ორი წმინდანის შესახებ, მოამზადეს პრეზენტაცია. სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ რაოდენ დიდია მათი დამსახურება ქვეყნის წინაშე _ წმინდა ილია მართალი, როგორც ქართველი ერის წინამძღოლი და რეფორმატორი; წმიდა გაბრიელ ეპისკოპისი _ ერის სულიერი მოძღვარი, ქართული ენის , ქართული გალობის, ახალგაზრდობის განათლების მხარდამჭერი და დამცველი.
ივნისში მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გამოსცეს სკოლის პერიოდული ალმანახი ,,ა კიდო“, რომელიც მიეძღვნა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში მომზადდა კალიგრაფიის კონკურსი. შეთავაზებული იყო ფრაზები წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საგანძურიდან. გამოიფინა საუკეთესო ნამუშევრები.
ადგილობრივი მუნიციპალიოტეტის მიერ მიმდინარე წლის 100 %-იანი გრანტის მფლობელთა სკოლების დაჯილდოების შედეგად გადმოცემული თანხა მოხმარდა იუბილეს ფარგლებში სკოლის სამლოცველოში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას (დიზაინის ავტორი: ოზურგეთის წმ . გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ელენე სარიშვილი)
მასშტაბური ღონისძიების ერთ-ერთი მიმართულება სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციაა, რომლის მასპინძელიც უშუალოდ ჩვენი _ ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა იყო. კონფერენციის მთავარი თემები:
* ოჯახი და ტრადიცია;
* ადამიანის სულიერი ფასეულობების დეგრადაცია;
* ადამიანების შემეცნებითი უნარები და განვითარება.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საპატრიარქოს სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. მონაწილეთათვის მთავარი პირობა იყო _ შეთავაზებული თემები წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მრავალმხრივი მოღვაწეობის, ნაშრომების, ქადაგებების ჭრილში განეხილათ.მადლობას ვუხდით თორმეტივე სკოლის წარმომადგენლებს, რომელთაც მაღალი დონის მოხსენებები წარმოადგინეს. ამ კონფერენციამაც წარმოაჩინა არაჩვეულებრივი, მრავალწლიანი, ტრადიციული თანამშრომლობითი ურთიერთობა საპატრიარქოსთან არსებულ სკოლებს შორის. შემეცნებითი კონფერენციის კულმინაციად იქცა საინტერესო სტუმრების მოხსენებები, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აუდიტორიის წინაშე წარდგა წმინდა მღვდელმთავრის აფხაზეთში მოღვაწეობის თემითა და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილი საკუთარი წიგნის პრეზენტაციით; მკვლევარმა, მთარგმნელმა ვლადიმერ ჩხიკვაძემ დამსწრეთ დეტალურად გააცნო წმნინდა გაბრიელ ეპისკოპოსის რუსეთში მოღვაწეობა, წარმოადგინა მოძღვრის და მეცნიერის სინთეზი ამ უდიდეს პიროვნებაში. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი სიჭინავა, დედა ეკატერინე (ქადეიშვილი), წმინდა მღვდელმთავრის შესახებ წიგნის ავტორი და ბახვის სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე, რომელიც ამავე დროს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის საზოგადოების დამფუძნებელიცაა.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის 200 წლის იუბილეს აღნიშვნა დაგვირგვინდა ოზურგეთის დრამატულ თეატრში ჩატარებული კონცერტით, რომელიც მომზადდა საინიციატივო ჯგუფის მიერ (ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა: დეკანოზი იოსები (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო გოგეშვილი, სასცენარო მიმართულება
: მაია ბეშიტაიშვილი, თეა ასიეშვილი; მარიამ დუმბაძე, მელის ნადირიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: ნატალია ხომერიკი, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი: კობა ბანძელაძე, რეჟისურა: ეკატერინე ჭელიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი; კობა დუნდუა, ფოტინე გორდელაძე). შეხვედრა მიჰყავდათ ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მოსწავლეებს: ნიკოლოზ ჩავლეშვილს, ანასტასია ჯიშკიდონს, ვახტანგ ხურციძეს, ცისია გადრაფხაძეს.
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Sunday, 14 December 2025 18:45
-
Written by gia
-
Hits: 225
გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ და გავუზიაროთ ჩვენი სასკოლო საზოგადოების სიხარული. სწორედ იმ დღეს, როცა სკოლაში იწყებოდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შემეცნებითი კონფერენცია, მივიღეთ სამადლობელი წერილები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისგან წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის. დავით კვაჭანტირაძე და გაბრიელ კანდელაკი _ ჩვენი ოქროსმედალოსნები და 100%-იანი გრანტის მფლობელები. მათი დამსახურებაა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტისაგან სკოლამ მიიღო ჯილდო და შევძელით წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საიუბილეოდ სკოლის სამლოცველოში შთამბეჭდავი ექსპოზიციის მოწყობა. მადლობა დავითსა და გაბრიელს! წლების წინ მსგავსი სამადლობელი წერილი თავისუფალი უნივერსიტეტისაგან მივიღეთ ჩვენი წარჩინეული მოსწავლის, მარიამ მელუას, აღზრდისათვის.

- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Sunday, 14 December 2025 18:14
-
Written by gia
-
Hits: 220
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IX ეროვნული კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, ჩვენი სკოლის გუნდმა სიმღერის კატეგორიაში მორიგ წარმატებას მიაღწია _ ვერცხლის მედალი! მადლობა ლოტბარ მამუკა სირაძეს შრომისა და სიყვარულისთვის!!!



- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Sunday, 14 December 2025 18:09
-
Written by gia
-
Hits: 228
ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დასრულდა. ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა საზოგადოებას სიამოვნებით, სიხარულით წარმოუდგენს კურსდამთავრებულთა საბოლოო შედეგებს.
დავით კვაჭანტირაძე _ უმაღლესი სასწავლებელი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა. 100 % გრანტი
გაბრიელ კანდელაკი __ უმაღლესი სასწავლებელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; პროგრამა: აგრონომია. ლანდშაპტის მენეჯმენტი... 100 % გრანტი
ერეკლე გორდელაძე _ _ უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა: სამართალი70 % გრანტი
ელენე ხინთიბიძე _ _ უმაღლესი სასწავლებელი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. პროგრამა: სამართალი 70 % გრანტი
საბა ანდღულაძე _ უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა: სამართალი 50 % გრანტი
ზვიად ფასიეშვილი __ უმაღლესი სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; პროგრამა კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი 50 % გრანტი
ლიზი ბაკურაძე _ უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა: მათემატიკა 50 % გრანტი
ლუკა მურადაშვილი __ უმაღლესი სასწავლებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტი; პროგრამა: არქიტექტურა. 50 % გრანტი
ლიზა ერაძე _ _ უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა: ფსიქოლოგია.
ანა სიხარულიძე _ _ უმაღლესი სასწავლებელი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მედიცინის ფაკულტეტი.
ანა მაღლაფერიძე _ _ უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა: ეკონომიკა.
ნოდარ ცინცაძე _ უმაღლესი სასწავლებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები...
მარიამ კეკელიძე _ უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა:ბიზნესის ადმინისტრირება
გიორგი ჩხარტიშვილი _ _ უმაღლესი სასწავლებელი: საქართველოს უნივერსიტეტი; პროგრამა: სამართალმცოდნეობა;
გიორგი ქუტიძე __ უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება;
სერგი ქვილორია _ უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროგრამა: ეკონომიკა
საბა სალბიშვილი _ უმაღლესი სასწავლებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
ვულოცავთ, ღვთის წყალობას, ბედნიერ, წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს.
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Friday, 27 June 2025 20:49
-
Written by gia
-
Hits: 373
26 მაისის დღესასწაულის კვირეულის ფარგლებში, დასკვნით დღეს კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება მომზადდა. სკოლის ჭადრაკის წრის (პედაგოგი: ეკატერინე ქუტიძე) ინიციატივითა და ორგანიზებით შიდასასკოლო ჭადრაკის სეანსი ჩატარდა. აქტივობაში მთავარი მონაწილეები მესამეკლასელები იყვნენ, თუმცა ღონისძიებაში ინტერესითა და ხალისით უფროსკლასელებიც ჩაერთნენ. მოსწავლეები სიგელებითა და სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.



- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Friday, 27 June 2025 20:37
-
Written by gia
-
Hits: 338
26 მაისის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. საზეიმო კონცერტი ინტელექტუალური შეჯიბრებით გაგრძელდა. დაფუძნდა სკოლის მოაზროვნეთა კლუბი. პირველი შეჯიბრება მერვე კლასის გუნდებს შორის ჩატარდა. კითხვები 26 მაისის ირგვლივ დაისვა. კლუბურ მუშაობას ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა და ისტორიის მასწავლებელი ხათუნა სალუქვაძე. შეხვედრას კურატორობდა მეცხრე კლასის მოსწავლე ელენე თენიეშვილი.

- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Friday, 27 June 2025 20:31
-
Written by gia
-
Hits: 348
ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული დღე კვირეულის ფარგლებში აღინიშნა. 28 მაისს სადღესასწაულო კონცერტი ჩატარდა.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე სკოლის ხალხური სიმღერისა და გალობის წრე ახალი რეპერტუარით წარდგა. მოვისმინეთ ლექსები, სიმღერები. ქართული, აფხაზური ცეკვები. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ღონისძიების დასასრულ მეთორმეტეკლასელების სიურპრიზი _ საფინალო სიმღერა.
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Friday, 27 June 2025 20:21
-
Written by gia
-
Hits: 572
გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის წრის (პედაგოგი: მამუკა სირაძე) საანგარიშო კონცერტი ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. უდიდესი შრომის შედეგი! ნიჭიერების ზეიმი! მადლობა უფალს ! მადლობა მამუკა მასწავლებელს!