ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დაიწყო. სასიკეთო, სასარგებლო სიახლეებით, საინტერესო მოლოდინებით. ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა პირველკლასელებს იწვევს! დევიზი ძველია, მაგრამ აქტუალური: ,,განათლება, რომელზედაც დაშენდება სულიერება“.
ტრადიციულად, სკოლის მიზანია: მომავალი თაობის ტრადიციულ-კულტურულ ღირებულებეზე აღზრდა, რათა მათ შეძლონ: დამოუკიდებლად ცხოვრება და აზროვნება ქრისტიანული ფასეულობების გათვალისწინებით; როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებების გამოყენება-დაცვა; მიღებული ცოდნის რეალიზება; განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.
გრძელდება სასწავლო ცენტრთან Pascal STEAM Communiity თანამშრომლობა. ცენტრი წარმართავს რობოტექნიკისა და პროგრამირების მეცადინეობას კვირაში ორი საათის განმავლობაში.
ძველებურად ისწავლება საღვთო სჯული, გაძლიერებულია ქართული ენისა და მათემატიკის სწავლება. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ოთხ ენას: ინგლისური და არჩევანისამებრ: ფრანგული, გერმანული, რუსული. ფუნქციონირებს უფასო წრეები: ჭადრაკის, ქართული ხალხური საკრავების, ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, ცეკვის. ასევე ხელსაქმის _ გობელინი, ქარგვა, ქსოვა, თოჯინების დამზადება. სკოლაში
განცხადების მიღება: ყოველდღე მიმდინარე წლის 15 მაისამდე. მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრებით. რაოდენობა შეზღუდულია!
Gabrielepiskoposisskola.ge მისამართი: ქ. ოზურგეთი. მერაბ კოსტავას 90. Tel: 599 928770; ელფოსტა:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.