სიახლეები

გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენების დღე

2025 წელი წმიდა მღვდელმთავრის, გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) საიუბილეოა. მისი დაბადებიდან 200 წელი სრულდება. ჩვენი სკოლა ამ დიდი მოღვაწისა და მამულიშვილის სახელს ატარებს. მიმდინარე თვიდან, იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. ჩანაფიქრმა სტარტი აიღო 7 თებერვალს, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების/ხსენების დღეს.
7 თებერვალი წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ემოციებით დატვირთული დღე იყო. მეთერთმეტეკლასელებმა წარმოადგინეს მოხსენება ,,ჭეშმარიტი მოძღვარი“, გაიხსენეს შტრიხები ეპისკოპოსის ცხოვრებიდან, მისი გარდაცვალების დღე და წმიდა ილია მართლის ცნობილი გამოსათხოვარი სიტყვა.
8 თებერვალი წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. 900 წელი შესრულდა დიდი მეფის გარდაცვალებიდან. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა აუდიტორიას წარმოუდგინეს ,,გალობანი სინანულისანი“. ლიტერატურული კომპოზიცია გაჯერებული იყო ანა კალანდაძის ცნობილი ლექსის სტრიქონებით, ნაწყვეტებით მეფის ჰიმნოგრაფიული თხზულებიდან ,,გალობანი სინანულისანი“.