სიახლეები
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Friday, 27 June 2025 19:58
-
Written by gia
-
Hits: 23
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიკრობული ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი მეცნიერები დოქ. თამარ ხარძიანი, დოქ. ეკა მეტრეველი, დოქ. აზა კობახიძე, 2025 წლის 19 მაისს იმყოფებოდნენ ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის SPG-24-070 „მიკრობიოლოგია და ბიოტექნოლოგია, როგორც უმნიშვნელოვანესი წამყვანი თანამედროვე სამეცნიერო მიმართულებები“ ფარგლებში, რათა მოსწავლე ახალგაზრდებისთვის წაეკითხათ მოკლე ლექციები მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით. პრეზენტაციამ საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა. ბავშვებს დავალებული ჰქონდათ მოეძიათ საპრეზენტაციო მასალა მიკრობიოლოგიის ან ბიოტექნოლოგიის ნებისმიერ საინტერესო თემაზე და განსაკუთრებული აქტივობისთვის გამორჩეულ მოსწავლეებს, ელენე სოსელიას და საბა ანდღულაძეს (პედაგოგი: ასმათ ლომაძე) გადაეცათ წამახალისებელი პრიზები და სიგელები. წარიმართა საინტერესო დისკუსია. მეცნიერებმა მიგვიწვიეს აგრარულ უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების გასაცნობად და დასაინტერესებლად.
ჩვენი სკოლა მიესალმება ასეთ პროექტებს ბავშვების მსოფმხედველობისა და სამომავლოდ პროფესიის არჩევისთვის და მომავალშიც გვაქვს სურვილი ასეთი ურთიერთობებისა სამეცნიერო საზოგადოებასთან.