სიახლეები

სიახლე და დიდი გამარჯვება!

სიახლე და დიდი გამარჯვება! პროექტი „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდეგით სარწმუნოებასა ზედა“ წარმატებით განხორციელდა!
სიამაყითა და დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება. ჩვენმა სკოლამ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5000-ლარიანი გრანტი მოიპოვა!
✨ მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს იდეიდან განხორციელებამდე, კოორდინირებას უწევდა ჩვენი სკოლის გალობისა და ხალხური სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი მარიამ დუმბაძე. პროექტის პროფესიულ და მაღალ დონეზე დაგეგმვაში დიდი წვლილი მიუძღვის პროექტის კონსულტანტს — ზაირა ბერიძეს.
ამასთანავე, პროექტის წარმატებით განხორციელებაში უდიდესი შრომა ჩადეს ჩვენმა ერთგულმა პედაგოგებმა — თეა ასიეშვილმა და ხათუნა სალუქვაძემ, ასევე სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა ჩართულობამაც ეს პროცესი განსაკუთრებული გახადა.
 პროექტის მთავარი მიზანი მომავალ თაობაში ქრისტიანული ცხოვრების წესისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა იყო. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ახალი თაობა ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით, რომელიც ქრისტიანული ფასეულობების გათვალისწინებით იაზროვნებს, შეძლებს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას და მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ.
რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში?
პარტნიორობისა და მეგობრობის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ორ სამიზნე სკოლასთან — ქ. ოზურგეთის #3 საჯარო სკოლასა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
ამ პერიოდის განმავლობაში:
ჩატარდა საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე;
მოეწყო პროექტის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი შემეცნებითი ანიმაციების ჩვენება;
 შეიქმნა პროექტის ოფიციალური საიტი, რომლის დათვალიერებაც შეგიძლიათ ბმულზე: https://orthodox.school.ge/
ჩატარდა ვიქტორინა სპეციალურად მომზადებული ქვიზების გამოყენებით, სადაც გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ ბიბლია, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს — ქართველი მწერლების ნაწარმოებები.
⛪ საჩუქარი მონაწილეებს — მოლოცვითი ტურები:
პროექტის დასასრულს, მონაწილე ბავშვებისთვის მოეწყო 2 დაუვიწყარი შემეცნებით-მოლოცვითი ტური საქართველოს წმინდა ადგილებში — მცხეთასა და იმერეთში.
 უღრმესი მადლობა პროექტის ავტორებს, კოორდინატორს, კონსულტანტს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომელთა ენთუზიაზმითა და თავდადებითაც ეს იდეა რეალობად იქცა. მადლობას ვუხდით მოძრაობა „დავითიანს“ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ეს პროექტი თითოეული მონაწილის გულში დატოვებს იმ სულიერ და კულტურულ ანარეკლს, რომელზეც ჩვენი მომავალი უნდა აშენდეს!