სიახლეები

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაც შეუერთდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული უნდა განხორციელებულიყო. პანდემიის გამო ეს კვირეულიც ონლაინრეჟიმში ჩატარდა.
კამპანიის მიზანი ძალადობის _ ბულინგის, ოჯახური ძალადობის, ნაადრევი ქორწინების და სხვა _ პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა იყო. კვირეულში ჩაერთო საკოლო საზოგადოების სხვადასხვა რგოლი: სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები.
აღსანიშნავია კომპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები: ჩატარდა საინფორმაციო სახის ინტერაქციული გაკვეთილები ბულინგის სახეების, ასევე ნაადრევი ქორწინების შედეგების შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ზაირა ბერიძემ პლატფორმა zoom-ის მეშვეობით ჩაატარა გაკვეთილები სამოქალაქო განათლებაში _ დისკუსია- " ძალადობა დანაშაულია"- 9 კლასი და" ჩვენ ტოლერანტები ვართ"- მე-7 კლასი. მე-7 კლასის დამრიგებელმა ასმათ ლომაძემ მოსწავლეებს აჩვენა ანიმაციური ფილმი ,,თავდაყირა“. ფილმის განხილვა-დისკუსიაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მშობლებიც. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ფლაერები, პლაკატები, რომელთა შორისაც გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები.