ოზურგეთის საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მათემატიკის კათედრის ორგანიზებით (კათედრის გამგე: მაია მითაიშვილი) მიმდინარეობს შიდასასკოლო ოლიმპიადის მეორე ტური (საგანი: მათემატიკა. კლასები VI-XI) .


1
-იდან
10
_მდე გზა საინტერესოდ, მრავალფეროვანი შემეცნებითი და ხალისიანი აქტივობებით გაიარეს პირველკლასელებმა (მასწავლებელი: მაია ჩოლაბარგია)


პირველკლასელებმა რიცხვთა სამყაროში შეაბიჯეს. თვლა, შედარება, ზომის, ფორმის, ფერის მიხედვით, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება... რომელია ზედმეტი? ტერმინები : იმდენივე, ტოლია, თანაბარია, მეტია თუ ნაკლებია/ მარჯვნივ თუ მარცხნივ? თამაში : თვლა არ მეშლება! ეს მათემატიკაში პირველი შემაჯამებელი გაკვეთილი იყო. წინსვლა და მრავალი წარმატება ჩვენს პატარებს!


ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაია ჩოლაბარგია მუდმივად ახერხებს, რომ მოსწავლეების წინაშე წარმოაჩინოს მათემატიკის შემოქმედებითობა და კრეატიულობა. ერთი შეხედვით რთული და მოსაწყენი მეცნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა მისი მოსწავლეებისთვის სახალისოც კია. ამის დასტური იყო დღევანდელი ვიქტორინაც, რომლის მიზანიც გახლდათ შეძენილი ცოდნის ხარისხის შემოწმება, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განმტკიცება, მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურება (სამიზნე ცნება: რიცხვები და მოქმედებები). მესამეკლასელებმა ცნობილი მათემატიკოსების გამონათქვამები სლოგანებად მოირგეს. ვიქტორინა 3 ტურად ჩატარდა. თითოეულ ჯგუფსა და მოსწავლეს აქტიურობის შესაბამისი წამახალისებელი სიგელები გადაეცა.

