ვიზიტი სოციალურ საწარმოში

ვიზიტი სოციალურ საწარმოში
სამოქალაქო განათლების ფარგლებში მე-11 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი: “ბიზნესი უკეთესი მომავლისთვის”.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ სოციალური მეწარმეობის არსი, როგორც ეკონომიკური გაძლიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ბალანსი.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ საწარმოს “ვატულოს პროფილაქტიკა”, რომლის მენეჯერი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული სერგი კალანდაძეა. ამ საწარმოში დასაქმებულია 10 პირი, საწარმო მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ პროექტში.
მოსწავლეები გაეცნენ საწარმოს არსს, მონაწილეობა მიიღეს მათთვის გამართულ ვორქშოპში.
 
 

9 აპრილი

დღეს 9 აპრილია, დღე _ ტრაგიკულიც, ბედნიერიც _ ჩვენი არცთუ შორეული წარსულიდან. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ლიხაურელი გოგონას, ნინო თოიძის, ხსოვნას პატივი მიაგეს ჩვენი სკოლის მეხუთეკლასელებმა (დამრიგებელი: ისტორიის მასწავლებელი ხათუნა სალუქვაძე). ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის..". ტაძრისკენ, რომელთან ახლოსაც ნინო თოიძის განსასვენებელია, ტიტებით მიმავალ ბავშვებს არასდროს გაუნელდებათ დღევანდელი ემოციები..

 

 

,,ჩემი კუთხის უცნობი ისტორია"

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრის თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი ,,ჩემი კუთხის უცნობი ისტორია".პროექტის ფარგლებში მე-11 კლასის მოსწავლეებმა დათი კვაჭანტირაძემ და ერეკლე გორდელაძემ შექმნეს ვიდეორგოლი,რომელიც მოგვითხრობს თამარ მეფის საწინამძღვრო ჯვრის უცნობ ისტორიას.

 

ვაშნარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეპარქიის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მოიცავს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. ჩვენმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტაძრის ნანგრევები და გაეცნენ საქართველოს IV-VI ს-ის ხუროთმოძღვრების ისტორიას (პედაგოგი: ისტორიის მასწავლებელი ხათუნა სალუქვაძე).
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
+4
 
 

„ ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოცხადებულ სასკოლო კვირეულში „ ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, აქტიურად ჩაერთნენ სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის და სახვითი ხელოვნების მასწავლებლები. გამოცხადდა კონკურსი, თემას მოსწავლეები დიდი ინტერესით მოეკიდნენ, წარმოდგენილი იყო რამდენიმე ჩანახატი აფხაზეთზე, ლექსები, ნახატები.
აღნიშნულ კონკურსში გამოვლინდა საუკეთესო ლექსის- ავტორი მარიამ თავდუმაძე( მე-7 კლასი) და საუკეთესო ნახატის ავტორი- სანდრო ჩხაიძე(მე-9 კლასი). ძალზე ემოციური ნახატები წარმოადგინეს მე -6 კლასის მოსწავლეებმა. რესპუბლიკური კონკურსისთვის დამზადდა საინტერესო ვიდეორგოლი „ ჩემი აფხაზეთი“ გამარჯვებული ლექსისა და ნახატის ავტორების თანამშრომლობით. გადაღება და მონტაჟი ეკუთვნის მარიამ ზოიძეს (მე-7 კლასი).
მე-9 კლასის მოსწავლეებმა მარიამ მალაზონიამ და ანა მახარაძემ მოიძიეს მასალები და სკოლის მოსწავლეთა წინაშე წარადგინეს პრეზენტაციები: ა) აფხაზეთი ომამდე და ომის შემდგომ“ და ბ)„ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრები“. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ამაღელვებელი იყო მოსწავლეთა სულისკვეთება, განსაკუთრებით ემოციური იყო უმცროსკლასელთა შეძახილები- „ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“.
სკოლის დირექციამ კვირეულის ყველა მონაწილე სიგელებით დააჯილდოვა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Subcategories