მწვანე გაკვეთილი ანასეულში: მეიერის ლიმონის გამრავლება
ეკოკლუბელების მორიგი საინტერესო ვიზიტი ანასეულის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში შედგა. ჩვენს მასპინძელს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ ქეთევან ჩიკაშუას, ამჯერად განსაკუთრებული მისია ჰქონდა — მოსწავლეებისთვის ლიმონის დაკალმება ესწავლებინა.
პრაქტიკული სამუშაოსთვის შეირჩა მეიერის ლიმონი, რომელიც გამორჩეულია ნაზი, პიტნისებრი არომატითა და ფორთოხლისა და ლიმონის საუცხოო გემური ნაზავით. ქალბატონ ქეთევანის ხელმძღვანელობით, ეკოკლუბელებმა ჯანსაღი, ერთწლიანი ტოტებისგან 10-15 სმ-იანი 5 ფოთლიანი კალმები მოვამზადეთ. ზედა ნაწილი გადავჭერით სწორად, ხოლო ქვედა ნაწილი (რომლითაც მიწაში უნდა ჩაგვერგა) — ირიბად, კვირტის ქვემოთ. ქვედა ფოთლები მთლიანად მოვაცილეთ, ზედა 2-3 ფოთოლი შუაზე გავჭერით, რათა მცენარემ შეამციროს ტენის აორთქლება. გამოვიყენეთ ტორფის და პერლიტის ნაზავი. კალამი ჩავრგეთ 2-3 სმ. სიღრმეზე და მსუბუქად დავტკეპნეთ მიწა, მოვრწყეთ ზომიერად, რათა კარგად დაფესვიანებულიყო
დაფესვიანების შემდეგ, მცენარეები დიდ ქოთნებში გადაინაცვლებს და ჩვენი სკოლის ინტერიერს დაამშვენებს.