რიცხვები და მოქმედებები
ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაია ჩოლაბარგია მუდმივად ახერხებს, რომ მოსწავლეების წინაშე წარმოაჩინოს მათემატიკის შემოქმედებითობა და კრეატიულობა. ერთი შეხედვით რთული და მოსაწყენი მეცნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა მისი მოსწავლეებისთვის სახალისოც კია. ამის დასტური იყო დღევანდელი ვიქტორინაც, რომლის მიზანიც გახლდათ შეძენილი ცოდნის ხარისხის შემოწმება, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განმტკიცება, მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურება (სამიზნე ცნება: რიცხვები და მოქმედებები). მესამეკლასელებმა ცნობილი მათემატიკოსების გამონათქვამები სლოგანებად მოირგეს. ვიქტორინა 3 ტურად ჩატარდა. თითოეულ ჯგუფსა და მოსწავლეს აქტიურობის შესაბამისი წამახალისებელი სიგელები გადაეცა.