გარეთ ოქროსფერი შემოდგომაა. ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველ სართულზე, პირველი კლასის საკლასო ოთახში იებმა იფეთქეს! რას დაიტევდა! პატარებმა მთელ სკოლას გადასდეს გულწრფელი, უსაზღვრო სიხარული! ,,დედაენის“ ზეიმი. ოქტომბერი. 2024 წელი (პედაგოგები: ირმა ქილიფთარი, თამილა ბურჭულაძე. ელენე გორგოშიძე).
ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორი მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე: საბა ანდღულაძე და დავით კვაჭანტირაძე (პედაგოგი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი) წარმატებით მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ,,ვწერ თავისუფალ თემას“. აღნიშნული კონკურსიის ავტორი და ინიციატორი ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულიაა. ორი წლის წინ ამ პროექტის გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე, აწ უკვე წარმატებული სტუდენტი ნინი კანდელაკი გახდა. ამჯერად, ფართო აუდიტორიას სიამოვნებით ვუზიარებთ მიმდინარე წლის კონკურსის ,,ვწერ თავისუფალ თემას ერთ-ერთი მონაწილის, დავით კვაჭანტირაძის ნაშრომს. ორივე მონაწილეს, დავითსა და საბას წარმატებას ვუსურვებთ უკვე ფინალურ ტურში.
,,ენა შემკული და კურთხეული“ _ სალონური შეხვედრა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. მასპინძლები: ირმა ქილიფთარი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და მეოთხე კლასის მოსწავლეები. უსმენ ამ პატარებს და გრძნობ, როგორ უყვართ დედა ენა, ქართული ლექსი. თბილად და ხალისით უზიარებენ სტუმრებს ემოციებს.