ვაგრძელებთ ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის VI კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოქვეყნებას. მათ თავიანთ ნახატებში (პედაგოგი ნატო სალუქვაძე) 9 აპრილი გააცოცხლეს. საბა ლომინაძე. ლუკა ბარამიძე. ნიკოლოზ სირაძე.
ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ესთეტიკის კათედრამ მეორე სემესტრის დასაწყისში ეთნოგრაფიული მიმართულების რამდენიმე ინტეგრირებული პროექტი მოამზადა (პედაგოგები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, კათედრის გამგე ნატო სალუქვაძე და მუსიკის მასწავლებელი მაია სურგულაძე). მათ შორის: ფოტოკონკურსი ,,შეაჩერე წამი“ (VI-VII კლ.), ,,შობა-კალანდა გურიაში“ (VII კლ) . პროექტების შეჯამებისას სიგელებით დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის მონაწილეები. გამარჯვებულ ელენე ჩავლეშვილს (მე-7 კლასი) სპეციალური პრიზი გადაეცა. გაიმართა პრეზენტაცია, რომელსაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მეშვიდეკლასელებმა წარმოადგინეს პლაკატები, რომლებზედაც ასახული იყო ანიმაციების გურიისთვის დამახასიათებელი საშობაო ტრადიციები), აჩვენეს ვიდეორგოლი და ანიმაცია. დაჯილდოვდა მეშვიდეკლასელი ანიმატორი გურამ ხელაძე. მოისმინეს საგალობელი ალილო და ისაუბრეს ალილოს ტრადიციაზე გურიაში. მონაწილეებმა მსმენელებიც არ დატოვეს უყურადღებოდ. ჩატარდა მინივიქტორინა და ყურადღებიან მსმენელებს საჩუქრად ჩურჩხელები გადაეცათ. ბავშვებმა პედაგოგებსაც მიაკუთვნეს სიმბოლური , მადლიერების გამომხატველი სიგელები.
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში არდადეგების დაწყებასთან დაკავშირებით, I კლასში ჩატარდა შემაჯამებელი კონცერტი ,,ცით ნაკურთხი ხმები".
პედაგოგი: თამილა ბურჭულაძე.