საოცრებათა სამყაროში

  • Print

დღეს ჩვენი სკოლის მეცხრეკლასელებმა მსოფლიოს საოცრებათა სამყაროში იმოგზაურეს, თან სიამოვნებით გაგვიყოლეს. მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის, ნინო ხვადაგიანის, ხელმძღვანელობით საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს მსოფლიო საოცრებების შესახებ. მოძიებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ადგილისა და ღირსშესანიშნაობის შესახებ. პრეზენტაციების მზადების პროცესში გამოავლინეს კვლევა-ძიების, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. აქტივობის მიზანი იყო ლექსიკის გამდიდრება და თვალსაწიერის გაფართოება.