სიახლეები

მე-19 სასწავლო წელი

  • Print

14 სექტემბერს ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში მე–19 სასწავლო წელი დაიწყო.
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა დალოცა პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, ბედნიერი ახალი წელი უსურვა და აკურთხა ისინი.
გურიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქ–მა ლელა იმედაშვილმა, მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული წარმატებული შრომისათვის და უსურვა შემდგომი წინსვლა.