სიახლეები

,,ვეხები წარსულს, რათა დავინახო მომავალი"

  • Print

2015 წლის 28 ოქტომბერს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა საჯარო, სამრევლო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – თემაზე: ,,ვეხები წარსულს, რათა დავინახო მომავალი“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა: გიორგი კონტრიძემ, ანა ცენტერაძემ და ლაშა გორდელაძემ.