სიახლეები
მშობელთა დარბაზის აქტივობა
- Details
- Category: სიახლეები
- Published on Tuesday, 26 May 2026 18:25
- Written by gia
- Hits: 110
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მშობელთა სათათბირო ორგანომ, ,,მშობელთა დარბაზმა“ რამდენიმე საინტერესო აქტივობა განახორციელა. სათათბირო ჩართული იყო გაბრიელ ეპისკოპოსის მასშტაბურ ღონისძიებაში (ნოემბერი), სკოლას ეხმარებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი, მათ შორის სტუმართა მიღება-დახვედრის, საკითხების მოგვარებაში, მონაწილეობდა საპატრიარქოს სხვადასხვა სკოლის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებში მოსწავლეების ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებაში; პერიოდულად თანამშრომლობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,გურიასთან"_ მაგალითად საშემოდგომო ღონისძიებაში მონაწილეობა; წარმატებით იყენებდა შიდასაკლასო წამომადგენლობით ადამიანურ რესურსს, მაგ, თითოეული წარმომადგენელი_ შვილის კლასში გეგმავდა ღონისძიებებს, გასვლით , არაფორმალურ შეხვედრებს, მაგ. ფილმის ნახვა, მუზეუმში ვიზიტი, სტადიონზე თამაში და სხვ. სათათბირომ მოამზადა ერთგვარი დღიური მე-8 კლასში განხორციელებული აქტივობებისა. (მშობელი: ლ. ლომაძე) 1. განსხვავებულის მიმღებლობა.
განსხვავებულის მიმღებლობა, ტოლერანტობა მნიშვნელოვანი ცნებებია ჰარმონიული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით მოეწყო ფილმის ,,კლასის წინ'' ჩვენება Vlll კლასის მოსწავლეებთან ერთად. შეხვედრა ,,ასოციაცია გურიაში" გაიმართა, ორგანიზაციაში, რომელიც მრავალი წელია აწვდის სხვადასხვა სოციალურ სერვისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ბიჭის შესახებ, რომელიც პატარაობიდანვე ტერეტის სინდრომით იტანჯება. ის ებრძვის ამ მძიმე დაავადებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, გახდეს პედაგოგი. მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის... მოსწავლეებმა იმსჯელეს საერთო ადამიანური ღირებულებებისა და განსხვავებულობის მიმღებლობის შესახებ. აღნიშნეს, რომ ადამიანის ღირებულება არ განისაზღვრება ფიზიკური მდგომარეობით და რომ მიზნისკენ სწრაფვაში დაბრკოლებებმა ხელი არ უნდა შეგიშალოს.
2. ფილმის ჩვენება
ნოდარ დუმბაძის გენიალური ნაწარმოების, ,,ჰელადოსის" შესწავლისას გადავწყვიტეთ Vlll კლასისთვის მოგვეწყო ფილმის ჩვენება, რადგან: ვიზუალური აღქმა აძლიერებს სწავლებას – ფილმი ეხმარება მოსწავლეებს უკეთ წარმოიდგინონ ეპოქა: ტანსაცმელი, არქიტექტურა, ქალაქი, ყოველდღიური ცხოვრება. ისტორია „ცოცხლდება“ – წიგნში წაკითხული ფაქტები ფილმში ემოციებითა და მოქმედებით ჩანს, რაც თემას უფრო საინტერესოს ხდის. მოტივაციის ზრდა – ფილმის ნახვა ზრდის ინტერესს საგნის მიმართ. კრიტიკული აზროვნების განვითარება – მოსწავლეებს შეუძლიათ შეადარონ ფილმი ლიტერატურულ ნაწარმოებს: რა იყო ნაწარმოებში და რა – მხატვრული დამატება. დამახსოვრების გაუმჯობესება – ვიზუალური და ემოციური გამოცდილება ინფორმაციას უფრო მყარად ამახსოვრებს. ფილმის შემდეგ წარიმართა საინტერესო დისკუსია, განხილვა, აზრების გაზიარება და კითხვებზე პასუხი.
3) აქტივობა „რა მოგწონს ჩემში“ . აღნიშნული აქტივობა მოზარდებს ეხმარება ერთმანეთში აღმოაჩინონ და დააფასონ საუკეთესო თვისებები. ამ აქტივობის დროს მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ ერთმანეთის დადებით მხარეებზე, რაც აძლიერებს თვითშეფასებას, ავითარებს ემპათიას და ხელს უწყობს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მოზარდები სწავლობენ კომპლიმენტის სწორად თქმას, ერთმანეთის მოსმენას და განსხვავებულობის პატივისცემას. შედეგად, ჯგუფში იქმნება უფრო მეგობრული და მხარდამჭერი გარემო, სადაც თითოეული მონაწილე თავს დაფასებულად და მიღებულად გრძნობს.


