სიახლეები

გენეთლია 2026

ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ტრადიციულად მონაწილეობს გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მიერ ორგანიზებილ ფესტივალში. ,,გენეთლია“ ყოველწლიურად საშუალებას გვაძლევს, წარვდგეთ როგორც შემეცნებითი, ასევე შემოქმედებითი მიმართულებით. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების საიუბილეო თარიღის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა მოამზადეს თემა ,,ქრისტიანობა საქართველოში I-V საუკუნეებში“ (პედაგოგი: ხათუნა სალუქვაძე, მეათე კლასის მოსწავლეები: გურამ ხელაძე, ელენე თენიეშვილი, ცისია გარდაფხაძე) მათ მსმენელს ნაშრომი შესთავაზეს ე. წ. მოძრავი პრეზენტაციის ფორმით. პრეზენტაცია უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახადა კითხვარმა, რომელზე პასუხის გაცემაც აუდიტორიას ევალეობოდა. ვიქტორინაში წარმოდგენილი კითხვები ეყრდნობოდა ფაქტებს, რომლებზედაც მოსწავლეებმა ისაუბრეს პრეზენტაციისას.
შემოქმედებით ნაწილში IV-VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩვენმა სკოლამ წარმოადგინა სპექტაკლი ,,სათაგური“ (პედაგოგები: ხათუნა სურგულაძე, თამილა ბურჭულაძე, თეა დოლიძე, მაია ჩოლაბარგია) პატარებმა არსტისტულად მოირგეს პერსონაჟთა როლები და სცენაზე გააცოცხლეს გენიალური ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები. დარბაზის მოწონებაც დაიმსახურეს. სპექტაკლი დატვირთული იყო მხატვრული სიტყვით, მუსიკით, ქორეოგრაფიით, ავთენტური დეკორაციებით...
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეთა მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.