სიახლეები

ღია კარის დღე

  • Print

ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ,,ღია კარის დღის“ შესახებ. თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შეუძლია წარმოადგინოს ინიციატივა, მოაწყოს შეხვედრა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ან წარმოადგინოს და სასურველ (შერჩეულ) აუდიტორიას გაუზიაროს განხორციელებული აქტივობები, შემოქმედებითი პროდუქტები... სწორედ ამ ფორმატით აღინიშნა ქალთა უფლებების დაცვის კვირეული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. ინიციატორი იყო სკოლის გულშემატკივართა კლუბ ,,საჩინოს“ მეცხრე კლასის წარმომადგენლობა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ზაირა ბერიძე. კლუბმა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის დღეს წარმოადგინა მის მიერ კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებათა ანგარიში.