სიახლეები
,,აპრილი საქართველოში“
- Details
- Category: სიახლეები
- Published on Wednesday, 25 June 2025 19:56
- Written by gia
- Hits: 24
ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 14 აპრილს ჩატარებული ღონისძიებები ეროვნულ თემატიკას მიეძღვნა. ოთხი მნიშვნელოვანი თარიღი სკოლის სხვადასხვა კათედრამ საკუთარი ხედვის კუთხიდან გააშუქა. ესთეტიკის კათედრამ ავთენტური გარემო შექმნა, გამოფინა მოსწავლეთა ნამუშევრები. დილა ქართული ენის დღის აღნიშვნით დაიწყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები სხვადასხვა კლასში ქართული ენის დღეს მიეძღვნა. დღის კულმინაცია იყო ღონისძიება, რომელსაც ორგანიზატორებმა ,,აპრილი საქართველოში“ უწოდეს. თანასკოლელებს, მასწავლებლებს თავდაპირველად ანასტასია კანდელაკი (მე-8 კლასი, პედაგოგი იამზე კანდელაკი) მიესალმა მოხსენებით ქართული დამწერლობის საფეხურებზე. ისაუბრა შემკული, კურთხეული ენის მნიშვნელობაზე... საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ დოკუმენტებით აღდგენილი ისტორია წარმოადგინა ((პედაგოგი ისტორიის მასწავლებელი ხათუნა სალუქვაძე, მე-11 კლასის მოსწავლე სოსო სურგულაძე). აქვე საინტერესოდ გააცოცხლა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი. სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები იმიტირებული რეფერენდუმის მონაწილეებად იქცნენ. საარჩევნი კომისია, კომისიის წევრები... ყველაფერი ნამდვილს ჰგავდა და, რაც მთავარია, აღასრულეს საპატიო მისია, გაეცათ პასუხი მთავარ კითხვაზე _ სურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ცისია გარდაფხაძემ, ანასტასია ჯიშკიდონმა ცხრა აპრილის მოვლენები შეახსენეს მსმენელს. ამაღელვებელი იყო მერვე კლასის მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც 9 აპრილს დაღუპულ ოზურგეთელ ნინო თოიძეს მიეძღვნა. შესრულდა რეკვიემი. საღამო დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას ისტორიული სიტყვით და ტრადიციულად სკოლის გუნდის მრავალჟამიერით!